Belive

ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდნენ

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე სათამაშო ტურის დასრულების შემდეგ, მსოფლიო რაგბიმ მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც რამდენიმე ცვლილებაა. 

ფიჯისთან დრამატულ მატჩში დამარცხების შემდეგ, ბორჯღალოსნებმა 0.50 ქულა  სარეიტინგო ქულა დაკარგეს, თუმცა მიუხედავად ამისა, მსოფლიო რეიტინგში მაინც 1 პოზიციით დაწინაურდნენ და მე-13 პოზიციაზე გადაინაცვლეს. 

ამის მიზეზი კი იაპონია - სამოას დაპირისპირებაა, სადაც ფავორიტად სამოა მიიჩნეოდა, თუმცა იაპონიამ დრამატულ ბრძოლაში 28:22 გაიმარჯვა და ამ გამარჯვებით 2.24 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, სამოამ კი ამდენივე სარეიტინგო ქულები დაკარგა - შესაბამისად, მსოფლიო რეიტინგის მე-12 პოზიციაზე იაპონია, მე-13 პოზიციაზე კი ჩვენ ვიმყოფებით, ხოლო მე-14 პოზიციაზე სამოა დაქვეითდა. 

 

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნები მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას 7 ოქტომბერს, უელსის ნაკრების წინააღმდეგ დაასრულებენ. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. 

სხვა სტატიები