Belive

ბორჯღალოსანი გიორგი ცუცქირიძე კარიერას ტოპ 14-ში გააგრძელებს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული "ორიაკის" მესამეხაზელი - გიორგი ცუცქირიძე, კარიერას ტოპ 14-ში გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ცუცქირიძე პრო დ 2-ის ბინადარ "ორიაკს" დატოვებს და "სტად ფრანსეს" შეუერთდება. 25 წლის მესამეხაზელმა "ბორჯღალოსანთა" კეპი 17 შეხვედრაში მოირგო და 3 ლელოს დადება შეძლო. ცუცქირიძე ორიაკს 2017 წელს შეუერთდა - პროფესიონალურ გუნდში კი 2018/19 წლების სეზონიდან ირიცხება. შეგანხსენებთ, გიორგი ცუცქირიძე გახდება მესამე "ბორჯღალოსანი", რომელიც "სტად ფრანსეს" ღირსებას დაიცავს. პარიზული სარაგბო კლუბის რიგებში ქართველი ბურჯები - ვასილ კაკოვინი და გიორგი მელიქიძე ასპარეზობენ.

სხვა სტატიები