Belive

ბოლო წამების დრამა საფრანგეთსა და იტალიას შორის

2 თვის წინ რაგბი
2 წთ

6 ერის ტურნირზე, საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის დაპირისპირება ზედმეტად დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა. მატჩის "გაწითლებულ" დროში ისეთი რამ მოხდა, რაც ორივე გუნდის მოთამაშეებსაც და გულშემატკივარსაც დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრებათ.

შეხვედრა ფავორიტების უპირატესობით დაიწყო და მე-6 წუთზე შარლზ ოლივონმა მატჩში პირველი ლელო დადო, გარდასახულ ლელოს რამოსმა 5 წუთში ჯარიმაც მიაყოლა და საფრანგეთი 10:0 დაწინაურდა, თითქოს ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც მოსალოდნელი იყო. მატჩის გარდამტეხი მომენტი პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მოხდა, როცა მოედნიდან ჯონათან დანტი გააძევეს და იტალიამ ერთი საპასუხო ჯარიმის გადატანა მოახერხა. იტალია 70-ე წუთამდე ისე მივიდა, რომ ერთი გარდასახული ლელოს სხვაობას ინარჩუნებდა და მიზანს მიაღწიეს კიდეც, 71-ე წუთზე კაპუზომ საფრანგეთი დაალელოვა, გარბისიმ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა, ანგარიში 13:13 გახდა.

მატჩის კულმინაცია "გაწითლებულ" დროში მოხდა, პაოლო გარბისი ჯარიმს 38 მეტრიდან ურტყამდა და გატანის შემთხვევაში იტალია საფრანგეთს დაამარცხებდა, თუმცა დარტყმამდე 12 წამით ადრე სადგამიდან ბურთი ჩამოვარდა, გარბისის მისი სწრაფად შესწორება და სიჩქარეში დარტყმა მოუხდა, ჯარიმა ძელს მოხვდა და შეხვედრაც ფრედ დასრულდა.

საფრანგეთსა და იტალიას აქამდე 48 მატჩი ჰქონდათ ჩატარებული და აქედან 45 ფრანგებმა მოიგეს, მათ შორის უკანასკნელი 14 შეხვედრა. 6 ერზე იტალია ბოლო ადგილს იკავებს, 2 წაგებითა და 1 ფრით, საფრანგეთი კი მე-4 ადგილზეა.

სხვა სტატიები