პრო დ2-ის 27-ე ტურის შეხვედრაში, "ორიაკი" "ანგულემს" დაუპირისპირდა. დაძაბული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 33:21 დასრულდა. მატჩის 74-ე წუთზე, "ორიაკისა" და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ მოწინააღმდეგეს შესანიშნავი ლელო დაუდო.
შეგახსენებთ, ბექა საღინაძე კარიერას Top 14-ის გუნდ, "ლიონში" გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა მორაგბემ ფრანგულ გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.