Belive

"არგენტინასთან წაგების მიუხედავად, ინგლისს რეალური პრობლემები არ აქვს" - ედი ჯონსი

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

კვირას "თვიქენჰემზე" 16 წლის შემდეგ პირველად, ინგლისის ნაკრები არგენტინის წინააღმდეგ, 29:30 დამარცხდა. ამის მიუხედავად, მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი აცხადებს, რომ მის გუნდს რეალური პრობლემები არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ ინგლისელებმა "პუმების" წინააღმდეგ, საკმაოდ უდისციპლინო და შეცდომებით გაჯერებული თამაში აჩვენეს.

"დიახ, იმედგაცრუებული ვარ თამაშით. ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ, თუმცა რიგ მომენტებში ელემენტარულ შეცდომებს ვუშვებდით. დღეს ბევრჯერ დავჯარიმდით, მაგრამ ვთვლი, რომ გუნდში მნიშვნელოვანი პრობლემები არ არის. გუნდმა ისე ითამაშა, როგორც უნდა ეთამაშა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ სულელური შეცდომები დავუშვით. როგორც თამაშის წინ ვთქვი, ჩვენ გვაქვს პრეტენზია საუკეთესო გუნდობაზე და ეს დამოკიდებულება ძალიან მომწონს. ხალხისგან ზეწოლას ვგრძნობთ და ეს მხოლოდ გვაძლიერებს- განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ.

შემოდგომის ტესტ-მატჩებში, ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები არგენტინის გარდა, სამხრეთ აფრიკასა და ახალ ზელანდიასაც დაუპირისპირდება. აღნიშნულ მატჩებს ბრიტანელები შინ გამართავან. პირველი შეხვედრა "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ 19, ხოლო სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ 26 ნოემბერს გაიმართება. ორივე შეხვედრა, თბილისის დროით, 21:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები