Belive

არგენტინასთან მატჩის წინ საქართველოს რიგებში ცვლილებებია

10 თვის წინ რაგბი
2 წთ

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში, საქართველო მასპინძელ სამხრეთ აფრიკას 10 ქულით ჩამორჩა (23:33). იმ თამაშის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ცვლილებაა – ერთი ხაზში და სამი შერკინებაში. ვ

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);

მარქაფა: 16. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 17. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 18. დავით მჭედლიძე (ტულონი), 19. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 20. ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო).

საქართველოსა და არგენტინის მატჩი სტელენბოშში, „დენი ქრეივენ სთედიუმზე“ საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება. არგენტინამ პირველ ტურში იტალიას ბონუსით, 43:15 მოუგო და გ ჯგუფს 5 ქულით ლიდერობს, სამხრეთ აფრიკას 4 ქულა აქვს, საქართველო და იტალია კი ჯერ უქულოდ არიან.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები