Belive

არეულობა ფიჯის რაგბის კავშირში - დროებით პრეზიდენტს გადადგომა სთხოვეს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, ფიჯის რაგბის კავშირში დაძაბული ვითარებაა. გავრცელებული ინფორმაციით, რაგბის კავშირის დროებით ხელმძღვანელს - ტევიტა ტუილოას გადადგომა სთხოვეს.

ადგილობრივი მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტუილოამ სოციალურ ქსელებში ფიჯელი მორაგბეების მხარდასაჭერი პოსტი განათავსა და აღნიშნა, რომ მოთამაშეებს რთულ პირობებში უწევთ ასპარეზობა, რის აღმოსაფხვრელადაც ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

დროებითი ხელმძღვანელის განცხადებამ, ფიჯის რაგბის კავშირის მმართველი ბორდის გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც მას თანამდებობის დატოვება სთხოვეს.

გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიო თასის დაწყებამდე 8 თვით ადრე, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, ფიჯის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ვერნ კოტერი გაათავისუფლეს. ახალ ზელანდიელი სპეციალისტი საიმონ რაივალუიმ ჩაანაცვლა, რომელსაც ურთულესი მისია აკისრია.

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, ფიჯი C-ჯგუფში უელსის, ავსტრალიის, საქართველოსა და პორტუგალიის წინააღმდეგ იასპარეზებს. საქართველოსა და ფიჯის სარაგბო მატჩი 30 სექტემბერს, ბორდოში შედგება.

სხვა სტატიები