Belive

ანდრო დვალის დებიუტი Top 14-ში - მოედანზე 5 ქართველი გავა

1 თვის წინ რაგბი
1 წთ

საფრანგეთის ელიტურ სარაგბო ჩემპიონატში (Top 14) ახალგაზრდა ქართველი მორაგბის, ანდრო დვალის ოფიციალური დებიუტი შედგება.

ანდრო დვალი პერპინიანის მარქაფაშია და პოს წინააღმდეგ გასამართ მატჩში მიიღებს მონაწილეობას - აღსანიშნავია, რომ პოსა და პერპინიანის შეხვედრაში, მოედანზე 5 ქართველ მორაგბეს ვიხილავთ.

პოს ძირითად შემადგენლობაშია ბურჯი გურამ პაპიძე და მესამეხაზელი, გუნდის კაპიტანი ბექა გორგაძე. რაც შეეხება პერპინიანს - ეროვნებით ქართველი ბურჯი გიორგი ბერია შეხვედრას ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს, გელა აფრასიძე და ანდრო დვალი კი მატჩში მარქაფიდან ჩაერთვებიან.

პოსა და პერპინიანის დაპირისპირება 1 ნოემბერს, თბილისის დროით 19:35 საათზე დაიწყება. Top 14-ის განვლილი 8 ტურის შემდეგ, სარაგბო კლუბები რადიკალურად განსხვავებულ ვითარებაში იმყოფებიან - პო 24 ქულით მე-3 პოზიციაზეა, ხოლო პერპინიანი ამ დრომდე უქულოდაა და სატურნირო ცხრილის ბოლო (14) ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები