Belive

"ამ პრობლემების შესახებ, რომ მცოდნოდა, სამუშაოდ სხვაგან წავიდოდი" - უელსის მწვრთნელი

10 თვის წინ რაგბი
1 წთ

უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - უორენ გეტლენდი BBC-ს საინტერესო თემების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ "დრაკონებში" არსებული პრობლემების შესახებ, სრული ინფორმაცია არ ჰქონდა.

სახელოვანი სპეციალისტის თქმით, რომ სცოდნოდა უელსის რაგბის კავშირში, მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებსა და მოთამაშეებში დაგროვებული ამ პრობლემების შესახებ, "დრაკონების" გაწვრთნაზე უარს განაცხადებდა და სამუშაოდ სხვაგან წავიდოდა.

"როდესაც უელსის კვლავ გაწვრთნაზე განვაცხადე თანხმობა, ამ პრობლემების შესახებ არაფერი ვიცოდი. წარმოდგენა არ მქონდა, იმ სირთულეების შესახებ, რომელსაც რაგბის კავშირი, ეროვნული ნაკრები, გუნდი და მოთამაშეები აწყდებოდნენ.

იმ დროისათვის, ამ პრობლემების შესახებ, რომ მცოდნოდა, სამუშაოდ ალბათ სადმე სხვაგან წავიდოდი. რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, რეგიონები გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდნენ.

სირთულეები აქამდეც იყო, მაგრამ ეროვნული ნაკრების მიერ წარსულში მიღწეულმა წარმატებებმა, თითქოს პრობლემები დაჩრდილა. ახლა, ალბათ, ის დროა, როდესაც პრობლემები კვლავ წინა პლანზე აღმოჩნდა და არის შანსი, ყურადღება გამახვილდეს იმაზე, რაც გამოსწორებას საჭიროებს", - უორენ გეტლენდი.

შეგახსენებთ, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები C-ჯგუფში ფიჯისავსტრალიისსაქართველოსა და პორტუგალიის წინააღმდეგ იასპარეზებს.

სხვა სტატიები