Belive

ახალი ზელანდიის ნაკრებს მსოფლიო თასზე ერთ-ერთი ლიდერი დააკლდება

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

წარმოშობით ფიჯელი, ახალი ზელანდიის ნაკრების 26 წლის მორაგბე - სევუ რისი, 2023 წლის მსოფლიო თასს ოფიციალურად გამოტოვებს.

სევუ რისმა მუხლის ჯვარედინი მყესების მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც იგი საოპერაციოა და ექიმების ცნობით, 2023 წელს მისი თამაში გამორიცხულია.

"ეს მისთვის, მთელი კლუბისა და ახალი ზელანდიისთვის ძალიან რთულია. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მის გვერდით ვდგავართ. მას უამრავი შრომა აქვს ჩადებული იმაში, რომ გამხდარიყო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფრთის მოთამაშე..." - აღნიშნა "კრუსეიდერსის" მთავარმა მწვრთნელმა, სკოტ რობერტსონმა.

რისი, რომელმაც "ოლ ბლექსში" 23 მატჩი ითამაშა, არის პირველი სახელოვანი მორაგბე, რომელიც წლევანდელ მსოფლიო თასს ოფიციალურად გამოაკლდა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო თასი სტარტს პარიზში, 8 სექტემბეს აიღებს. გახსნითი მატჩი 8 სექტემბერს შედგება, სადაც მასპინძელი საფრანგეთი ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები