აიას კაპიტანი, გიორგი გერგედავა კარიერას კლერმონში გააგრძელებს
3 წლის წინ
რაგბი
1 წთ
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებისა და ,,აიას'' კაპიტანი, გიორგი გერგედავა ფრანგულ ,,კლერმონში'' ითამაშებს.
ქართველი მორაგბე სადებიუტო სეზონს ესპუარებში გაატარებს.
გიორგი გერგედავა უმცროს ,,ბორჯღალოსნებთან'' ერთად წელს ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ქუთაისის ,,აიადან'' ,,კლერმონში'' გასული წლის ნოემბერში კიდევ ერთი მორაგბე, გიგა თუთისანი წავიდა.
Top 14-ის მიმდინარე სეზონში ,,კლერმონი'' 27 ქულით სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციაზეა.