Belive

აიას ახალგაზრდული გუნდის მორაგბე კარიერას ბორდოში გააგრძელებს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

ქუთაისის ,,აიას'' ახალგაზრდული გუნდის მორაგბე, ლევან კეპულაძე მომავალი სეზონიდან Top 14-ის გუნდს, ,,ბორდოს'' შეუერთდება.

ინფორმაციას ვეტერანი ,,ბორჯღალოსანი'' გიორგი ნემსაძე ავრცელებს.

ახალგაზრდა ქართველი მორაგბე ფრანგული გუნდის ესპუარებში ითამაშებს. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

,,ბორდო'' Top 14-ის მიმდინარე სეზონში 20 ტურის შემდეგ მე-5 ადგილზეა. კლუბში ქართველი პირველხაზელი, ლექსო ყაულაშვილი თამაშობს, რომელსაც ამ სეზონში 18 მატჩი აქვს ჩატარებული.

სხვა სტატიები