Belive

7-კაცა | ხელიდან გაშვებული მოგება

9 თვის წინ რაგბი
1 წთ

ჰამბურგში (გერმანია) რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა. საქართველო რუმინეთს შეხვდა. დაძაბული პირველი ტაიმის მიწურულს, კონტრშეტევისას გაგა ქევხიშვილი მცველს ერთი-ერთზე გაექცა და ლელო გაიტანა, სერგი ჩხაიძემ კი გარდასახა, თუმცა მეტოქემ გაწითლებულ დროზში შეძლო წონასწორობის აღდგენა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სოსო მათიაშვილმა ჩვენს 22-ში ზურგსუკან გაკეთებული შესანიშნავი პასით ხაზი გიორგი ჭუაძეს გააჭრევინა, შეტევას თავად მიყვა და ლელოთი დაასრულა. გარდასახვა ძელმა აისხლიტა. ამას კიდევ ერთი საუცხოო შეტევა მოყვა და ოფლოუდების სერია გიორგი ჯობავას ლელოთი დასრულდა, ჩხაიძემ კი გარდასახა.

სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი ნაადრევად მოეშვა, რამაც რუმინეთს ორი საპასუხო ლელოს გატანის შესაძლებლობა მისცა, ერთი გარდასახვა ზუსტი იყო და მატჩი ფრედ 19:19 დასრულდა. ჯგუფის მეორე შეხვედრაში პორტუგალიამ იტალიას 33:21 სძლია.

ხვალ 7-კაცა იტალიას 13:56 საათზე, პორტუგალიას კი 17:34 საათზე ეთამაშება.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები