Belive

6 ერის დასკვნითი ტური - ირლანდია ტრიუმფისთვის ემზადება | პრევიუ

1 წლის წინ რაგბი
3 წთ

18 მარტს, 6 ერის ბოლო, დასკვნითი ტური შედგება და გამარჯვებულის ვინაობა გამოვლინდება.

4 ჩატარებული ტურის შემდეგ, 6 ერის 2023 წლის გათამაშებას ირლანდია ლიდერობს. "სამყურებს" 4 ჩატარებული მატჩიდან ოთხივე გამარჯვება აქვთ და მათ ანგარიშზე 19 ქულაა.

irlandia

შოტლანდია Vs. იტალია | ტურის გახსნითი მატჩი (16:30 სთ)

6 ერის 2023 წლის გათამაშების დასკვნით ტურს შოტლანდია - იტალიის მატჩი გახსნის. მესამეადგილოსანი შოტლანდია "მერიფილდზე" ბოლოადგილოსან და 1 ქულიან იტალიის ნაკრებს მიიღებს.

შემადგენლობა

შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა იტალიის წინააღმდეგ

იტალიის ნაკრების შემადგენლობა შოტლანდიის წინააღმდეგ

შოტლანდიისა და იტალიის ურთიერთშეხვედრები

შოტლანდიისა და იტალიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის ურთიერთშეხვედრების ისტორია 1996 წლიდან იწყება, სადაც შოტლანდიის ნაკრებმა 29:22 გაიმარჯვა. მას შემდეგ ეს ორი ნაკრები ერთმანეთს 33-ჯერ დაუპირისპირდნენ.

  • შოტლანდიის ნაკრების გამარჯვებები – 26 მატჩი
  • იტალიის ნაკრების გამარჯვებები – 8 მატჩი
  • მატჩი ფრედ დასრულდა – არცერთხელ.

საფრანგეთი Vs. უელსი (18:45 სთ)

4 ტურის შემდეგ, მეორე ადგილოსანი საფრანგეთი მეხუთეადგილოსან უელსს "სტად ფრანსზე" უმასპინძლებს.

ფრანგებს ბონუსით გამარჯვება სჭირდებათ, რათა ჩემპიონობის შანსები დაიტოვონ, თუმცა მათი საჩემპიონო შანსები მინიმალურია, რადგან "მამლები" საკუთარ თავზე დამოკიდებულები არ არიან.

შემადგენლობები

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა უელსის წინააღმდეგ

უელსის ნაკრების შემადგენლობა საფრანგეთის წინააღმდეგ

საფრანგეთისა და უელსის ურთიერთშეხვედრები

ფრანგები და უელსელები რაგბს 1908 წლიდან თამაშობენ. სწორედ ამ წელს შედგა მათი პირველი დაპირისპირება. მას შემდეგ ეს 2 სარაგბო ქვეყანა ერთმანეთს 102-ჯერ დაუპისირპიდნენ.

  • საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებები – 48 მატჩი
  • უელსის ნაკრების გამარჯვებები – 51 მატჩი
  • მატჩი ფრედ დასრულდა – 3-ჯერ.

ირლანდია Vs. ინგლისი (21:00 სთ)

2023 წლის 6 ერის გათამაშებას ირლანდიისა და ინგლისის დაპირისპირება დახურავს. ირლანდიელები გამარჯვების შემთხვევაში 6 ერის მიმდინარე გათამაშებას გრანდ-სლემით (ყველა მატჩში გამარჯვებით) იგებენ და მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილს გაიმყარებენ.

თავის მხრივ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი 6 ერის გათამაშება აქვს ინგლისის ნაკრებს, სადაც ედი ჯონსის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ სიტუაცია კრიტიკულია.

შემადგენლობები

ირლანდიის ნაკრების შემადგენლობა ინგლისის წინააღმდეგ

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ირლანდიის წინააღმდეგ

ირლანდიის და ინგლისის ურთიერთშეხვედრები

ეს დიდებული ბრიტანული დაპირისპირება სათავეს 1875 წლიდან იღებს. მას შემდეგ ისინი ერთმანეთს 139-ჯერ დაუპირისპირდნენ.

  • ირლანდიის ნაკრების გამარჯვებები – 51 მატჩი
  • ინგლისის ნაკრების გამარჯვებები – 80 მატჩი
  • მატჩი ფრედ დასრულდა – 8-ჯერ.

სხვა სტატიები