2022 წლის 6 ერის ჩემპიონატი 5 თებერვალს აიღებს სტარტს. პირველი ტურის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, ირლანდია უელსს უმასპინძლებს. "სამყურებისა" და "დრაკონების" დაპირისპირება 5 თებერვალს, "ავივაზე", თბილისის დროით 18:15 საათზე გაიმართება.
2021 წლის 6 ერის ჩემპიონატის ტრიუმფატორის - უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეინ პივაკმა, ირლანდიის წინააღმდეგ "დრაკონების" შემადგენლობა დაასახელა.