Belive

6 ერი - მესამე სათამაშო დღის პრევიუ

1 წლის წინ რაგბი
3 წთ

11-12 თებერვალს, 6 ერის 2023 წლის გათამაშების მესამე ტურის მატჩები გაიმართება.

მეორე ტურის შემდეგ, 6 ერის გათამაშებას 10-10 ქულით ირლანდია და შოტლანდია ლიდერობენ. მესამე ადგილს 6 ქულით ინგლისის ნაკრები იკავებს, მეოთხე ადგილზე კი 5 ქულით საფრანგეთის ნაკრებია.

პირველი ტურის შედეგები:

ინგლისი 31:14 იტალია

შოტლანდია 35:7 უელსი

ირლანდია 32:19 საფრანგეთი


იტალია Vs. ირლანდია | ტურის გახსნითი მატჩი

მესამე ტური რომში, "სტადიო ოლიმპიკოს" სტადიონზე გაიხსნება, სადაც ადგილობრივი იტალიის ნაკრები, მიმდინარე ექვსი ერის ლიდერს დაუპირისპირდება.

შემადგენლობა

იტალიის ნაკრების შემადგენლობა ირლანდიის წინააღმდეგ:

ირლანდიის ნაკრების შემადგენლობა იტალიის წინააღმდეგ:

იტალიისა და ირლანდიის ურთიერთშეხვედრები

იტალიისა და ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 1988 წლიდან იღებს სტარტს, სადაც ირლანდიამ იტალიის ნაკრები 31:15 დაამარცხა. მას შემდეგ ეს ორი ნაკრები ერთმანეთს 34-ჯერ დაუპირისპირდნენ.

  • იტალიის ნაკრების გამარჯვებები – 4 მატჩი
  • ირლანდიის ნაკრების გამარჯვებები – 30 მატჩი
  • მატჩი ფრედ დასრულდა – არცერთხელ.

უელსი Vs. ინგლისი

უელსის ნაკრებისთვის ეს მატჩი უმნიშვნელოვანესი იქნება. უელსელები მიმდინარე ექვი ერის გათამაშებაში საშინლად გამოიყურებიან - 2 მატჩი, 2 მარცხი და 0 ქულა. უელსელებმა მიმდინარე სეზონში მეტოქეთა ჩათვლის მოედანში მხოლოდ 2-ჯერ დაამიწეს, რაც ნამდვილად არასახარბიელო შედეგია.

თავის მხრივ არც ინგლისელებს აქვთ გამორჩეული 6 ერი, თუმცა მათ ანგარიშზე 1 გამარჯვებაა.

შემადგენლობები

უელსის ნაკრების შემადგენლობა ინგლისის წინააღმდეგ

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა უელსის წინააღმდეგ

უელსის და ინგლისის ურთიერთშეხვედრები

ინგლისი და უელსი ერთმანეთის წინააღმდეგ 1881 წლიდან თამაშობენ. ამ ორი დიდი ნაკრების მატჩი სულ 138-ჯერ ჩატარდა.

  • უელსის ნაკრების გამარჯვებები – 60 მატჩი
  • ინგლისის ნაკრების გამარჯვებები – 66 მატჩი
  • მატჩი ფრედ დასრულდა – 12-ჯერ.

საფრანგეთი Vs. შოტლანდია

6 ერის მიმდინარე გათამაშების მესამე ტური პარიზში დაიხურება. არცთუ ისე კარგ ფორმაში მყოფი საფრანგეთის ნაკრები, 6 ერის მიმდინარე გათამაშების ლიდერს - შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 26 თებერვალს, 19:00 საათზე დაიწყება.

შემადგენლობები

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა შოტლანდიის წინააღმდეგ

შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა საფრანგეთის წინააღმდეგ

საფრანგეთისა და შოტლანდიის ურთიერთშეხვედრები

საფრანგეთისა და შოტლანდიის ურთიერთდაპირისპირებები სათავეს 1910 წლიდან იღებს. პირველი მატჩი შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში გაიმართვა, სადაც შოტლანდიამ 27:0 გაიმარჯვა.

ეს მატჩი ამ ორ ნაკრებს შორის საიუბილეოა, ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ მეასედ ითამაშებენ.

  • საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებები – 57 მატჩი
  • ირლანდიის ნაკრების გამარჯვებები – 39 მატჩი
  • მატჩი ფრედ დასრულდა – ერთხელ.

სხვა სტატიები