Belive

6 ერი იწყება - ყველაფერი, რაც ამ ტურნირის შესახებ უნდა ვიცოდეთ

1 წლის წინ რაგბი
3 წთ

2023 წლის 6 ერის გათამაშება 4 თებერვალს იწყება და 18 მარტს დასრულდება.


უელსი Vs. ირლანდია | გახსნითი მატჩი

ექვსი ერის მატჩს უელსი - ირლანდიის მატჩი გახსნის, რომელიც კარდიფში, "პრინციპალიტის" სტადიონზე, თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ უელსის ნაკრებმა საქართველოსთან ისტორიული მარცხის შემდეგ, მთავარი მწვრთნელი - უეინ პივაკი გაათავისუფლეს და ეროვნული ნაკრების მწვრთნელად - უორენ გეტლანდი დააბრუნეს.

შემადგენლობები

უელსის ნაკრების შემადგენლობა ირლანდიის წინააღმდეგ:

ირლანდიის ნაკრების შემადგენლობა უელსის წინააღმდეგ:

უელსისა და ირლანდიის ურთიერთშეხვედრები

უელსი და ირლანდიის ნაკრებების დაპირისპირება ისტორიულად 1882 წლიდან იწყება. ისტორიის განმავლობაში ისინი ერთმანეთს 133-ჯერ შეხვდნენ.

  • უელსის ნაკრების გამარჯვებები - 70 მატჩი
  • ირლანდიის ნაკრების გამარჯვებები - 56 მატჩი
  • მატჩი ფრედ დასრულდა - 7-ჯერ

ინგლისი Vs. შოტლანდია

ინგლისი შოტლანდიის დაპირისპირება 4 თებერვალს, თბილისის დროით 20:45 საათზე შედგება. მატჩი "ტვიკენჰემზე" გაიმართება და გუნდები ერთმანეთს "კალკუტას თასის" მოსაპოვებლად დაუპირისპირდებიან.

ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში დიდი ცვლილებებია, კერძოდ კი გუნდი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა - ედი ჯონსმა, რომელიც ავსტრალიის ნაკრებში დაბრუნდა.

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კი ახლა - სტივ ბორთვიკია, რომელიც 6-ერზე ნაკრებს პირველად გაიყვანს.

შემადგენლობები

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა შოტლანდიის წინააღმდეგ

შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა ინგლისის წინააღმდეგ

ინგლისისა და შოტლანდიის ურთიერთშეხვედრები

ინგლისისა და შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებები პირველად ერთმანეთს 1871 წელს დაუპირისპირდნენ, მას შემდეგ კი 140 მატჩი ჩაატარეს.

  • ინგლისის ნაკრების გამარჯვებები - 76 მატჩი
  • შოტლანდიის ნაკრების გამარჯვებები - 45 მატჩი
  • მატჩი ფრედ დასრულდა - 19-ჯერ

იტალია Vs. საფრანგეთი

2023 წლის ექვსი ერის პირველ ტურს მოქმედი ჩემპიონი - საფრანგეთის ნაკრები დახურავს. მოქმედი ჩემპიონები იტალიას რომში ესტუმრებიან და 2023 წლის 6 ერის გათამაშების გამარჯვებით დაწყებას შეეცდება.

იტალიის ნაკრებმა 2022 წლის 6-ერზე 2015 წლის შემდეგ პირველად მოიგო, შესაბამისად 2023 წლის 6 ერის გათამაშებაში, მათ არაერთი მატჩის მოგებაზე ექნებათ პრეტენზია.

მატჩი რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართება და სტარტს თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს.

შემადგენლობები

იტალიის ნაკრების შემადგენლობა საფრანგეთის წინააღმდეგ

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა იტალიის წინააღმდეგ

იტალიისა და საფრანგეთის ურთიერთშეხვედრები

იტალიისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება სათავეს 1937 წლიდან იღებს, ჯამში კი 42-ჯერ ითამაშეს.

  • იტალიის ნაკრების გამარჯვებები - 3 მატჩი
  • საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებები - 43 მატჩი
  • მატჩი ფრედ დასრულდა - ამ ნაკრებებს შორის, მატჩი ფრედ არასდროს დასრულებულა.

სხვა სტატიები