Belive

6 ერი | იტალია ინგლისის წინააღმდეგ დაირაზმა

2 თვის წინ რაგბი
1 წთ

2 თებერვალს, 23:59 საათზე, 6 ერის 2024 წლის გათამაშება აიღებს სტარტს და პირველივე ტურში სანახაობრივი მატჩები გველის, სადაც გამოკვეთილი ფავორიტის დასახელება რთულია.

ერთადერთ გამონაკლისად შეგვიძლია იტალიისა და ინგლისის დაპირისპირება მივიჩნიოთ, სადაც "აძური" ანდერდოგია, ხოლო ინგლისი დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. 3 თებერვალს, 18:15 საათზე, ლეგენდარულ "სტადიო ოლიმპიკოზე" იტალია ინგლისს უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ იტალიას ახალი მთავარი მწვრთნელი - გონსალო კესადა ჰყავს, რომელსაც სადებიუტო 6 ერზე ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

მატჩის წინ, იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - გონსალო კესადამ "აძურის" შემადგენლობა დაასახელა.

სხვა სტატიები