Belive

2027 და 2031 წლების რაგბის მსოფლიო თასის მასპინძლები ცნობილია

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, მსოფლიო რაგბის ყოველწლიური შეხვედრა ჩატარდა. დუბლინში გამართულ შეხვედრაზე, 2027 და 2031 წლების რაგბის მსოფლიო თასის მასპინძელი ქვეყნები დასახელდა. ოფიციალურად გადაწყდა, რომ 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასს ავსტრალია უმასპინძლებს, ხოლო 2031 წლის რაგბის მსოფლიო თასი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ავსტრალია მსოფლიო პირველობას მესამედ მასპინძლობს, აშშ კი ტურნირს პირველად უმასპინძლებს. შეგახსენებთ, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასი საფრანგეთში გაიმართება. ტურნირი 8 სექტემბერს აიღებს სტარტს და 28 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რომლისთვისაც ეს ზედიზედ მე-6 მსოფლიო თასი იქნება, C-ჯგუფში, ნაცნობი მეტოქეების წინააღმდეგ იასპარეზებს. "ბორჯღალოსნები" უელსს, ავსტრალიას, ფიჯისა და საერთაშორისო რეპეშაჟში გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები