20 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის მატჩის შემდგომი პირველი კომენტარი
4 წლის წინ
რაგბი
1 წთ
"შერკინებაში ჩვენ ველოდებოდით, რომ უპირატესობა გვექნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი შერკინება მატჩში არ იყო. თამაშის აჩქარების შედეგად უმეტესად სულ დაცვაში მოგვიწია ყოფნა და ფიზიკურად ვეღარ გავუძელით" - განაცხადა მაისურაძემ.მან მომავალ შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც სამხრეთ აფრიკასთან იქნება.
"სამხრეთ აფრიკას მოლი უნდა დავუჭიროთ. მათი თამაში შერკინებაზეა აწყობილი. სერიზულად ვემზადებით. რაც შარშან დავმარცხდით, მას შემდეგ მათთან სათამაშოდ ვემზადებით" - აღნიშნა ილია მაისურაძემ.შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრები ახალ ზელანდიასთან 45:13 დამარცხდა. ჯგუფის მეორე შეხვედრას უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ 8 ივნისს გამართავენ. მატჩი 17:30 საათზე დაიწყება.