Belive

14 თვიანი ძებნის შედეგად, ინგლისელი მორაგბე გარდაცვლილი იპოვეს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

წარმოშობით ინგლისელი მორაგბე - ბრაიან ჰარგრეივსი, რომელსაც 14 თვის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

"უიგან უორიორსის", "სენტ ჰელენსისა" და "ბრედფორდ ბულსის" ყოფილი მორაგბე, რომელიც გაუჩინარების დროს 36 წლის იყო, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას გარდაცვლილი მორაგბის ძმა სოციალურ ქსელში ადასტურებს.

" RIP ბრაიან ჰარგრეივსი. წარმოუდგენელი მწუხარებით შემიძლია დავადასტურო, რომ 14 თვის შემდეგ ჩვენ ვიპოვეთ ბრაიანი.

ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით გარდაცვალების მიზეზი ან რა მოხდა სინამდვილეში. მადლობა ყველას, ვინც ძებნაში დაგვეხმარა.

ჩვენ ვარკვევთ მეტ დეტალს და ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. მეტ ინფორმაციას ცოტა ხნის შემდეგ მოგაწვდით." - წერს მორაგბის ძმა.

ჰარგრეივსი 2022 წლის იანვარში, დასავლეთ ვირჯინიაში გაუჩინარდა. შეერთებული შტატების პოლიციის მიერ ჩატარებული მასშტაბური სამძებრო სამუშაოების მიუხედავად, მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობი რჩებოდა.

სხვა სტატიები