Belive

1 თვის წინ დაინიშნა და ახლა გადადგა - პორტუგალია კვლავ უმწვრთნელოდ დარჩა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

წარმატებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა, თუმცა პორტუგალიის რაგბის ფედერაციამ მალე შეძლო პრობლემის გადაჭრა და ახალი მთავარი მწვრთნელი, წარმოშობით ფრანგი - სებასტიან ბერტრანკი დანიშნეს.

თუმცა მწვრთნელის არჩევიდან 1 თვის შემდეგ პორტუგალიელები კვლავ პრობლემაში აღმოჩნდნენ. კერძოდ კი, ახალდანიშნულმა მწვრთნელმა - სებასტიან ბერტრანკმა თანამდებობის დატოვება მოითხოვა, რაც პორტუგალიის რაგბის მესვეურებმა დაუდასტურეს და იბერიელები კვლავ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩნენ.

ამ ფაქტის შესახებ პორტუგალიის რაგბის ფედერაციამ კომენტარი გააკეთა.

"მკაცრად პროფესიული მიზეზების გამო და თავად ბერტრანკის მოთხოვნით, ვალდებულები ვართ შევწყვიტოთ მასთან ყველანაირი სახის ურთიერთობა და დაუყონებლივ გავათავისუფლოთ თანამდებობიდან..."

- პორტუგალიის რაგბის ფედერაციაა

ფედერაციამ გამოავლინა, რომ გადაწყვეტილება გამოწვეული იყო მზარდი დატვირთვით და მრავალი თხოვნით. გეგმა მოიცავდა რამდენიმე საერთაშორისო მატჩის მასპინძლობასა და შესაბამის კვირეულ მომზადებას, რაც ბერტრანკის რეგულარულ მოგზაურობას და პორტუგალიაში დიდხანს დარჩენას ითვალისწინებდა, რაზეც მხარეები ვერ შეთანხმდნენ და ბერტრანკმა საფრანგეთის ხშირად დატოვებაზე უარი თქვა.

ბერტრანკის უეცარი წასვლა პორტუგალიურ რაგბს მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის და ფედერაცია დგას დიდი ამოცანის წინაშე, რომ მათ მალე მოძებნონ შემცვლელი, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს გუნდის დადებითი იმპულსი.

სხვა სტატიები