ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვიან
დასრულდა რაგბი ევროპის მორიგი სეზონი და ტრადიციულად ჩემპიონი საქართველოს ნაკრები გახდა. “ბორჯღალოსნებმა” ფინალში პორტუგალია დამაჯერებლად – 38:11 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ეს იყო საქართველოს მე-100 გამარჯვება ტურნირზე, 2000 წლიდან დღემდე ჩატარებულ 118 შეხვედრაში. ჩვენმა ნაკრებმა რაგბი ევროპაზე წაუგებელი მატჩების სერია 29-მდე გაზარდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ტურნირის დასრულების შემდეგ, საჭიროა საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა. აღნიშნული ტიტულისთვის 3 ქართველი მორაგბე […]
მერაბ შარიქაძე: “გვაქვს იმის პერსპექტივა, რომ პლეი-ოფში გავიდეთ…”
მსოფლიო რაგბმა (World Rugby) საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ ვრცელი სტატია დაწერა. მსოფლიო რაგბის წარმომადგენლებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანთან – მერაბ შარიქაძესთან ისაუბრეს. კაპიტანი მერაბ შარიქაძე თვლის, რომ “ბორჯღალოსნებისთვის” მნიშვნელოვანი იყო, რომ უელსის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვების შემდეგ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგი ტიტული მოეპოვებინათ. საქართველომ გასული წლის ნოემბერში, მთელი სარაგბო საზოგადოება […]
რაგბი ევროპამ ტაბუცაძის ლელო გამოარჩია | VIDEO
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მოგვევლინა. ესპანეთში, ბადახოსში გამართულ ფინალში, “ბორჯღალოსნებმა” პორტუგალია 38:11 დაამარცხეს. რაგბი ევროპამ 2023 წლის ჩემპიონატის ფინალების 5 საუკეთესო ლელო გამოავლინა, სადაც პირველ ადგილს აკაკი ტაბუცაძის მიერ, პორტუგალიის წინააღმდეგ დადებული ლელო იკავებს.
შესაძლოა ნიკა ამაშუკელმა მსოფლიო თასის ფინალი განსაჯოს
2023 წლის სექტემბერში, რაგბის სამყაროში მთავარი მოვლენა, მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს. დიდია იმის ალბათობა, რომ სწორედ ამ ნიშვნელოვაი ღონისძიების ფინალი განსაჯოს ქართველმა არბიტრმა ნიკოლოზ ამაშუკელმა. ნიკას გვარი ისეთი სახელოვანი არბიტრების გვედრით განიხილება, როგორებიც არიან: უეინ ბარნსი, ლუკ პირსი, მეთიუ რაინალი და ა.შ. როგორც Planet Rugby წერს, მიუხედავად იმისა, რომ ამაშუკელი სხვებთან შედარებით გამოუცდელია, ის სწორედ […]
ნიკა ამაშუკელი ჩემპიონთა თასზე იმსაჯებს
დღეს ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბიმ (EPCR) დაადასტურა, რომ ნიკა ამაშუკელი ჩემპიონთა თასის მატჩში იმსაჯებს. 28 წლის ქართველი არბიტრი ,,სარასენსსა” და ,,ოსპრეისს” შორის ჩემპიონთა თასის მერვედფინალურ შეხვედრას განსჯის, რომელიც 2 აპრილსაა ჩანიშნული. ამაშუკელმა საერთაშორისო სარბიელზე ბოლოს 26 თებერვალს, ექვს ერზე, საფრანგეთისა და შოტლანდიის მატჩში იმსაჯა, რომელიც ფრანგების გამარჯვებით, ანგარიშით 32:21 დასრულდა. ნიკამ შეხვედრის სტარტზე შოტლანდიელი, რამდენიმე […]
“კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩემპიონებო” – ლიონი ნინიაშვილსა და საღინაძეს მიმართავს
დავით ნინიაშვილსა და ბექა საღინაძეს “ლიონმა” სოციალურ ქსელში სპეციალური პოსტი მიუძღვნა. “კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩემპიონებო. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე ლიონში დაბრუნდნენ. გილოცავთ, ჯენტლმენებო”, – აღნიშნულია “ლიონის” პოსტში. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. განახლებული ფორმატით ჩატარებული პირველი ტურნირის ფინალში, […]
6 ერის დასრულების შემდეგ, “BBC Sport”-მა ვრცელი ანალიტიკური სტატია გამოაქვეყნა, სადაც 6 ერის მიმდინარე გათამაშების გუნდებსა და სტატისტიკებზე გაამახვილა ყურადღება. უელსის ნაკრების განხილვისას, BBC Sport-მა მოახლოებულ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზეც ისაუბრა, სადაც საქართველოს ნაკრებიცაა ნახსენები. “უელსს ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, თუ მათ მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა სურთ. მაშინ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფები დაკომპლექტდა, მათ იმის დიდი […]
ჩრდილოეთისა და სამხრეთის წარმომადგენლებს შორის დაწყებული მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში შედის. The Times-მა ჯერ კიდევ გასული წლის მაისში პროექტის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, თუმცა უკანასკნელი ცნობების თანახმად, ახალი ტურნირის ფორმატმა სახეცვლილება განიცადა. The Times | ჩრდილოეთი Vs. სამხრეთი დამტკიცდა – რას მოუტანს ახალი ტურნირი საქართველოს? რაგბის ხელმძღვანელები საინტერესო სიახლეზე შეთანხმდნენ. რაგბის გულშემატკივარი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროს […]
სკოტ რობერტსონი ოლ ბლექსის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად სკოტ რობერტსონი დაინიშნა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 48 წლის სპეციალისტი “ოლ ბლექსს” 2024 წლიდან გაუძღვება. რობერტსონსა და ახალი ზელანდიის რაგბის კავშირს შორის 4-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, “კრუსეიდერსის” სახელოვანი მწვრთნელი “ოლ ბლექსს” 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასის დასრულებამდე უხელმძღვანელებს. ამ დროისათვის უცნობია, თუ როგორ დაკომპლექტდება რობერტსონის სამწვრთნელო შტაბი. […]
აიას ახალგაზრდული გუნდის მორაგბე კარიერას ბორდოში გააგრძელებს
ქუთაისის ,,აიას” ახალგაზრდული გუნდის მორაგბე, ლევან კეპულაძე მომავალი სეზონიდან Top 14-ის გუნდს, ,,ბორდოს” შეუერთდება. ინფორმაციას ვეტერანი ,,ბორჯღალოსანი” გიორგი ნემსაძე ავრცელებს. ახალგაზრდა ქართველი მორაგბე ფრანგული გუნდის ესპუარებში ითამაშებს. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ,,ბორდო” Top 14-ის მიმდინარე სეზონში 20 ტურის შემდეგ მე-5 ადგილზეა. კლუბში ქართველი პირველხაზელი, ლექსო ყაულაშვილი თამაშობს, რომელსაც ამ სეზონში 18 მატჩი აქვს […]
მსოფლიო რაგბი ბორჯღალოსნების ტრიუმფს ეხმაურება
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ, მსოფლიო რაგბიმ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სტატია მიუძღვნა: ,,რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიის დამარცხებით საქართველომ ისტორიულ წარმატებას მიაღწია და მე-11 ადგილზე გადასვლით კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა ტოპ ათეულს. ბორჯღალოსნებს მეტოქემ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში მათი ერთ-ერთი კონკურენტია, ფინალში არაფერი დაუთმო და მატჩის დასრულებამდე 30 წუთით ადრე, ანგარიშში სხვაობა […]
კომპანია ბეთლაივმა ბრენდ ამბასადორად ორი გამორჩეული ახალგაზრდა სპორტსმენი – სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი წარადგინა. ქართული სპორტის მხარდაჭერის პროცესში, კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს გლობალურ ასპარეზზე წარმატებულ ქართველ სპორტსმენებთან და მათთან ერთად არაერთ საინტერესო კამპანიას გეგმავს. ბეთლაივში აცხადებენ, რომ ბრენდ ამბასადორების წარდგენა ქართულ სპორტთან ურთიერთკავშირის მორიგი მაგალითი იქნება. რაგბის კავშირის, ძიუდოსა და ჩოგბურთის ფედერაციების სპონსორის როლში, კომპანია […]