Belive

ზურიკო დავითაშვილის გუნდს ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი გაწვრთნის

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონის პირველი ნახევარი ზურიკო დავითაშვილის "ბორდოსთვის" არც ისე წარმატებული გამოვიდა, რის გამოც გუნდის მთავარი მწვრთნელი, დევიდ გიონი უმუშევარი დარჩა.

როგორც პოპულარული იტალიელი საფეხბურთო ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, ქართველი ფეხბურთელის გუნდს მალე ახალი თავკაცი ეყოლება. "ჟირონდინებს" ამიერიდან ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი, ალბერტ რიერა გაწვრთნის.

41 წლის რიერა, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში 16 მატჩი აქვს ჩატარებული და ევროპის ჩემპიონიც გახდა, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ სიტიში", ასევე "ოლიმპიაკოსში", "გალათასარაიში", "ესპანიოლში", "მალიორკასა" და "უდინეზეში" თამაშობდა, ხოლო კარიერის ერთ-ერთი საწყისი ეტაპი სწორედ "ბორდოში" გაატარა.

რიერამ სამწვრთნელო კარიერა 2020 წელს, "გალათასარაიში" ასისტენტად დაიწყო, მოგვიანებით სლოვენიურ "ოლიმპიაში" დასაქმდა, ამჟამად კი ამ ქვეყნის წარმომადგენელ "სელიეში" მუშაობს.

რაც შეეხება "ბორდოს" 22 წლის ქართველი ტალანტის გუნდს ლიგა 2-ში 10 ტურის შემდეგ 11 ქულა აქვს დაგროვებული და მე-13 პოზიციას იკავებს. შემდეგ შეხვედრას "ბორდო" 21 ოქტომბერს, "ანჟერის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები