Belive

ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
თელავის რაიონულმა სასამართლომ 16 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური და კიდევ ერთი ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. შემთხვევა, სოფელ წინანდლის ტყეში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ყოფილ პარლამენტარს საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილს კი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.

სხვა სტატიები