Belive

ზურაბ კახაბრიშვილი პარიზის ოლიმპიადაზე ძალოსნობის მთავარ ექიმად დაინიშნა

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი - ზურაბ კახაბრიშვილი, პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში, მთავარ ექიმად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია ავრცელებს. 

ზურაბ კახაბრიშვილმა, ოფიციალური წერილი IWF-სგან (ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია) უკვე მიიღო და მოწვევას დათანხმდა.
 
ძვირფასო ზურაბ.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) აღმასრულებელი საბჭოს სახელით, გთხოვთ მიიღოთ ჩვენი მილოცვა პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, საერთაშორისო ტექნიკურ ოფიციალურ პირად (ITO) დანიშვნასთან დაკავშირებით..." - ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია

აღსანიშნავია ის ფაქტი, საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველი ექიმი წარდგენილია საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან, როგორც კონკრეტული სპორტის სახეობის საერთაშორისო ტექნიკური ოფიციალური პირი.

სხვა სტატიები