Belive

ჟეშუვის მორიგი გამარჯვება - კალანდაძე კვლავ MVP გახდა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოლონეთის ქალთა ფრენბურთის ჩემპიონატის მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში, "ბიელსკო-ბიელასა" და "ჟეშუვის" დაპირისპირება შედგა. პრინციპული მატჩი სტუმარი გუნდის გამარჯვებით, 0:3 (26:28,16:25,18:25) დასრულდა.

"ჟეშუვის" გამარჯვებაში, ქართველმა ფრენბურთელმა - ანა კალანდაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. კალანდაძემ აღნიშნულ დაპირისპირებაში 24 ქულის დაგროვება შეძლო და სრულიად დამსახურებულად - მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

განვლილ 8 ტურში დაგროვებული 6 მოგებითა და 2 მარცხით, "ჟეშუვი" სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზე იმყოფება.