Belive

ჟერალდ ბატიკლი: "საქართველოს მეორე გოლის შემდეგ პანიკას არ ავყევით"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, დრამატულ შეხვედრაში, საფრანგეთთან დამარცხდა (3:2). საფრანგეთის მთავარმა მწვრთნელმა, ჟერარდ ბატიკლიმ, მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ეს ის მომენტი იყო, რომლითაც ვამაყობ, რადგან ყველამ ვიგრძენით, რომ ჩვენს გუნდს ძლიერი ხასიათი აქვს. იყო გუნდური იმპულსი და პანიკა არ გვქონია, როდესაც მეორე გოლი გავუშვით.

მთელი თამაშის გათვალისწინებით, ეს შედეგი ლოგიკური იყო. ასეთი სცენარით იბადება მომავლის გუნდი, რომელიც რთულ მატჩებს იგებს. მთავარია, რომ ამ გამოწვევას თავი გავართვით.

საქართველოს ნაკრებმა მაინც შეგვიქმნა პრობლემა? ეს ფაქტია. მაგრამ ამ ნაკლის გამოსწორებაც შეგვიძლია და ესაა ჩვენი რესურსი. მოედნის ცენტრში რამდენჯერმე მოვეშვით, შევცდით და ეს შემდეგ ტურში აღარ უნდა გავიმეოროთ.

ინდივიდუალური მომენტი მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს მთავარი ისაა, რომ გუნდური სულისკვეთება მომეწონა. გაუქმებული გოლის მიუხედავად, ვიბრძოლეთ და მოვიგეთ.

რას ვიტყვი საქართველოს ნაკრებზე? ჩვენ შევისწავლეთ საქართველოს ნაკრები და მისი ყველა პლუს-მინუსები ვიცოდით. ვის გამოვარჩევდი? მაისურაძეს და აზაროვს. მაგრამ ამ გუნდისგან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა და დიდი ენერგია დაგვჭირდა, რომ მოგვეგო. - ამბობს ჟერალდ ბატიკლი.

ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრებს, პორტუგალიასთან, მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. პორტუგალიელებმა პოლონეთს 5:0 მოუგეს და ჯგუფის პირველ ადგილზე არიან. მეორეზე საფრანგეთია ასევე 4 ქულით, ჩვენ კი მესამეზე 3 ქულით ვიმყოფებით.

სხვა სტატიები