ზედიზედ მეორე გამარჯვება - მამარდაშვილის მშრალი მატჩი ლას პალმასთან
3 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ლა ლიგის მეორე ტურში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ". რუბენ ბარახას გუნდმა "მესტალიაზე" "ლას პალმასს" უმასპინძლა და პეპელუს ერთადერთი გოლის წყალობით მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.
FULL-TIME ⚽️ 1-0
— Valencia CF (@valenciacf_en) August 18, 2023
✅✅✅✅✅✅
3 points stay at Mestalla! pic.twitter.com/wA85SkxXgV
whoscored.com-ის მიხედვით 6.5-ით შეფასდა მამარდაშვილის თამაში, "ლას პალმასი" ბევრ სახიფათო მომენტს ვერ ქმნიდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარესაც ბევრი საქმე არ ჰქონია.
მომავალ ტურში, 27 აგვისტოს, "ვალენსია" კვლავ შინ იასპარეზებს და ამჯერად "ოსასუნას" დაუპირისპირდება.