Belive

ზაურ დვალაშვილმა და დიმიტრი გოჩილაიძემ ბრინჯაოს მედლები მოიგეს

11 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ავსტრიის ქალაქ ლინცში მიმდინარე გრან პრიზე ზაურ დვალაშვილმა და დიმიტრი გოჩილაიძემ ბრინჯაოს მედლები მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ორივე ძიუდოისტმა აღნიშნულ წარმატებას -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მიაღწია.

ავსტრიის გრან პრიზე საქართველოს ნაკრები კიდევ ორი სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ხვალ საქართველოს ღირსებას ბაქარ ერაშვილი დაიცავს, რომელიც -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს. მძიმე წონაში კი ლევან გუგავა გვეყოლება, რომელიც -100კგ-ში შეეცდება მედლის მოპოვებას.

სხვა სტატიები