Belive

ზაგრების გრან პრი | ქართველი ფალავნების მეტოქეები ცნობილია

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
24-26 სექტემბერს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ძიუდოში 2021/2022 წლების სეზონის პირველი ოფიციალური შეჯიბრი იწყება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 4 სპორტსმენი იასპარეზებს. 24 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი არ ჰყავს, თუმცა 25 და 25 სექტემბერს ქართველი ფალავნები ოქროს მედალს შეუტევენ.

-73 კგ

-73 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს ჯუმბერ მელაძე, რომლისთვისაც ეს შეჯიბრი უფროსებში სადებიუტო იქნება. მელაძე განთესილი არ იქნება და ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე ბრიტანელი - დანიელ პოველი იქნება. გამარჯვების შემთხევავში კი იგი ესპანელ - სალვადორ კასეს როკას დაუპირისპირდება.

-81 კგ

-81 კგ წონით კატეგორიაში, ისევე როგორც -73 კგ-ში, დებიუტი ექნება ზაურ დვალაშვილს. ზაურიც პირველივე ეტაპიდან ერთვება ასპარეზობაში, სადაც მას ესპანელი მეტოქე  - ხოსე მარია მენდიოლა იზკიეტა ეყოლება. გამარჯვების შემთხვევაში კი ხორვატ - დომინიკ დრუზეტასა და ახალ ზელანდიელ - ელიოტ კონოლის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. -81 კგ წონითი კატეგორიის ლიდერი ამ შეჯირბზე ტატო გრიგალაშვილი იქნება, რომელიც განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს. 1/8 ფინალში ტატოს მეტოქე კონგოელ - სედრიკ კალონგასა და მოლდოველ - ნიკონ ზაბოროსკიუსს შორის გამარჯვებული იქნება. 1/4 ფინალში კი მისი პოტენციური მეტოქე ფრანგი - ბაპტისტ პიერი იქნება. ტატო გრიგალაშვილი ამ შეჯიბრის მთავარი ფავორიტი და ვარსკვლავია.

-90 კგ

-90 კგ წონით კატეგორიაში ერთი წარმომადგენელი გვყავს - ლუკა მაისურაძე, რომელიც -81 კგ-ში ასპარეზობდა თუმცა წონა შეიცვალა და ახლა უკვე -90 კგ-ში მონაწილეობს. მაისურაძე განთესილი იქნება და ასპარეზობაში 1/8 ფინალიდან ერთვება, სადაც მისი მეტოქე იტალიელ - ჯენარო პირელისა და ავსტრიელ - იოჰანეს პაჩერს შორის გამარჯვებული იქნება. 1/8 ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, 1/4 ფინალში ლუკას მეტოქე ნიდერლანდელი - იესპერ სმინკი იქნება. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები