დღეს არგენტინაში მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება.
საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას ტურნირზე ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართავს.
მსოფლიო რაგბის ოფიციალურმა გვერდმა დღევანდელ დაპირისპირებამდე გამოკითხვა ჩაატარა.
გულშემატკივრის 90% ფიქრობს, რომ დღეს "ოლ ბლექსი" გაიმარჯვებს, 10% კი საქართველოს მხარეს იხრება.
"ბორჯღალოსნებსა" და ახალ ზელანდიას შორის შეხვედრა თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს Live.Ge შემოგთავაზებთ.