Belive

ვორსკლას მწვრთნელი: "რაც არ უნდა მოხდეს პირველ მატჩში, საპასუხო შეხვედრაში ყველაფერი თავიდან იწყება"

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოლტავის "ვორსკლას" მთავარმა მწვრთნელმა, ვიქტორ სკრიპნიკმა უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში გორის "დილასთან" დაპირისპირების წინ, კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ პირველ თამაშში დაშვებულ შეცდომებზე და იმ კარგ ნიუანსებზე, რომლის დამსახურებითაც მოვიგეთ. ჯერ მხოლოდ ერთი მატჩია ჩატარებული, ახლა წინ ამ დაპირისპირების მეორე ნახევარი გველის.

ორივე გუნდი იცნობს ერთმანეთს და ჩვენ სათამაშო მონახაზს ამაზე ავაშენებთ. ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ალბათ, ჩვენმა მეტოქემაც იცის, რა უნდა გააკეთოს.

ტრავმები არ გვაქვს. ანდრეი ბაცულა შემოგვიერთდა და უკვე შეუზღუდავად ვარჯიშობს - ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც დაგვეხმარება. ასე რომ, ყველაფერი კარგადაა, ყველა მზად არის.

ყოველ მატჩში ყველაფერი თავიდან იწყება. ჯერ არ გადაგვიწყვიტავს, თუ ვინ ითამაშებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ვისი ნახვა მინდა მოედანზე.

როგორც არ უნდა ითამაშო პირველ მატჩში, მეორეში ყველაფერი თავიდან იწყება. დაძაბული მატჩი იქნება და ამის გაძლებას როგორც გამოცდილების მქონე, ისე ახალგაზრდა და ენერგიული ფეხბურთელები სჭირდება", - თქვა უკრაინული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.

გუნდებს შორის პოლონეთში გამართული პირველი შეხვედრა უკრაინელების გამარჯვებით - 2:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა 3 აგვისტოს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები