Belive

ვლადიმირ ვაისი: "ყველაზე მეტად ჩაკვეტაძე მაკლია, ცრემლი მერევა მისი წასვლის გამო"

9 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს ნაკრების ყოფილმა და ბრატისლავის "სლოვანის" ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

სლოვაკი სპეციალისტის თქმით, ჩაკვეტაძის "უოტფორდში" გადასვლა, რაც ჯერ ინგლისურ კლუბს არ დაუდასტურებია, "სლოვანისთვის" განსაკუთრებული დანაკლისია.

"ტრანსფერის შემთხვევაში, თანხის ნაწილს დაგვიბრუნებდნენ, ამიტომ ის იჯარით წავიდა. "გენტი" მისით სპეკულირებას ახდენს. შეიძლება ითქვას, რომ ცოტა მოგვატყუეს. ჩვენ მათ ვეხმარებოდით და ყველაფერი არ გააკეთეს, რომ დაბრუნებულიყო. ცრემლიანი თვალებით დავრჩით, რადგან დავეხმარეთ და ახლა არაფერი გვაქვს.

დღეს შემადგენლობაში ყველაზე მეტად ჩაკვეტაძე მენატრება. ის იყო შეტევის დამაკავშირებელი. ბევრი გოლი არ გაუტანია, მაგრამ სათასო მატჩებში, ყველა დიდი მომენტის ერთ-ერთი შემოქმედი იყო. თამაშის გეგმაში შესამჩნევად გვაკლია. მისი შემცვლელი მარკო ტოლიჩი ტიპოლოგიურად განსხვავებული მოთამაშეა.

როცა ის 18-19 წლის იყო, პრაქტიკულად მარტომ მოიგო ერთა ლიგის D დივიზიონი და გახდა მეგავარსკვლავი საქართველოში. მას "ჩელსი", "ბარსელონა", "რომა" და "დორტმუნდი" აკვირდებოდნენ. ის აუცილებლად დიდ კლუბში იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჯვარედინი მყესი დაუზიანდა.

მას ბევრი წარუმატებლობა ჰქონდა "გენტში", მაგრამ მე მას ვიცნობ და ვიცი, რა პოტენციალია მასში. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ის ფორმაშია და მჯერა, რომ წარმოაჩენს თავის უზარმაზარ შესაძლებლობებს", - თქვა ვლადიმირ ვაისმა.

გიორგი ჩაკვეტაძის ლონდონურ კლუბში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია, თუმცა "უოტფორდი" ტრანსფერს ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებს.

სხვა სტატიები