Belive

ამირან პაპინაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
აბუ დაბიში გრან-პრი მიმდინარეობს, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს სამი ქართველი ორ წონით კატეგორიაში მონაწილეობდა.  60 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელს ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი იცავენ, ხოლო 66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ასპარეზობს. ამირან პაპინაშვილი ფინალში გავიდა. მან მეოთხედფინალში ბელგიელ იორე ვერსტრაეტენს მოუგო, ნახევარფინალში კი უზბეკი შარაფუდინ ლუტფილაევი დაამარცხა. ფინალში პაპინაშვილი ესპანელ და ყაზახ სპორტსმენებს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ჩხვიმიანი რეპეშაჟში გამოეთიშა ასპარეზობას. რაც შეეხება ვაჟა მარგველაშვილს, 66 კგ წონით კატეგორიაში მან მეოთხედფინალში ბელარუს დმიტრი შერშანს მოუგო, ხოლო ნახევარფინალში რუსი იაკუბ შამილოვი დადო ბეჭებზე. ფინალში მარგველაშვილიც ესპანელსა და ყაზახს შორის მოგებულს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები