Belive

ვასილ მაისურაძე: "დამსახურებულად გავიმარჯვეთ - ახლა მომავალ მეტოქეებზე გადავერთვებით"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე კვიპროსელ თანატოლებს - 2:0 სძლია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ კომენტარი გააკეთა და მოახლოებული მატჩების შესახებ ისაუბრა.

"პირველ მატჩამდე მოსამზადებელ პერიოდში პირველ მატჩამდე მისვლა საკმაოდ რთულია. გარკვეულწილად ფსიქოლოგიური სტრესი და წნეხი არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მომენტი დავძლიეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

ჩვენს მეტოქეს, კვიპროსის 19-წლამდელთა ნაკრებს იტალიაში მოთამაშე ლეგიონერები ჰყავს, თუმცა მათ სივრცეები შევუზღუდეთ და თავისუფლად თამაშის შესაძლებლობა არ მივეცით.

მინდა ფეხბურთელებს და სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო.

რაც შეეხება მომდევნო მეტოქეებს, ახლა მოლდოვისა და ესპანეთის ნაკრებების მატჩს დავესწრებით, რათა მეტოქეები უკეთ შევაფასოთ და მათი ძალები გავაანალიზოთ. აქამდე, კონცენტრირებულები მხოლოდ კვიპროსის ნაკრებზე ვიყავით და ახლა შეგვიძლია, რომ მომდევნო მეტოქეებსაც აქტიურად დავაკვირდეთ", - თქვა ვასილ მაისურაძემ.

პირველი 3 ქულის მოპოვების შემდეგ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი მოლდოვასა და ესპანეთს შორის მატჩს დაელოდება, რათა პირველი ტურის შემდეგ ჯგუფის ლიდერი გარკვიოს. რაც შეეხება მომდევნო მატჩს, ახალგაზრდა ქართველები 18 ნოემბერს, მოლდოვას უმასპინძლებენ.

სხვა სტატიები