დღეს, ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის მე-5 დღეს, -100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას, ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი იცავს.
კაპიტანმა ბრძოლა მეორე ეტაპიდან დაიწყო და მეორე ეტაპზე ფრანგი ალექსანდრ იდირი დაამარცხა.
ვარლამი მესამე ეტაპზე მასპინძელ ელმარ გასიმოვსა და მონტენეგროელ დანილო პანტიჩს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.