რამდენიმე წუთის წინ მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში -100 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი პორტუგალიელ ფალავანთან დამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლისთვის ბრძოლა შეწყვიტა, იგი მხოლოდ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ვარლამ ლიპარტელიანმა 1/4 ფინალამდე 2 ბარიერი დაძლია, თუმცა მისი გამარჯვებები ხარისხიანი ჭიდაობით არ გამოირჩეოდა. როგორც გაირკვა, მისი წარუმატებლობის მიზეზი ფეხის მძიმე ტრავმაა, რომელიც ვარლამმა იაპონიაში ჩასვლიდან რამდენიმე დღეში ვარჯიშზე მიიღო.