Belive

ვარლამ ლიპარტელიანი: "როდესაც ვაზარით ვაგებდი, ჩემს თავს ვუთხარი მოკალი ის" (ვიდეო)

7 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
გუშინ, პარიზის გრანდ სლემის რიგით მეორე და ფინალური დღე იყო. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა - ვარლამ ლიპარტელიანმა -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. გამარჯვების შემდეგ ერთ-ერთმა ცნობილმა გამოცემამ ვარლამ ლიპარტელიანთან ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ ამ ინტერვიუს ქართულად. - ლიპო გილოცავ გამარჯვებას. როგორი გრძნობაა ჩემპიონობა? დიდი მადლობა ყველას, ფრანგ გულშემატკვირებს, რათა ძალიან კარგი ატმოსფერო იყო. ეს იყო ჩემთვის პირველი ოქროს მედალი -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ეს ძალიან კარგია ჩემთვის. - ნახევარფინალში კორეელ მეტოქესთან ვაზარით მარცხდებოდი, რას ფიქრობდი იმ მომენტში? დიახ, როდესაც ვაზარით ვაგებდი, ჩემს თავს ვეუბნებოდი: "გთხოვ მოკალი ის." და მე  ეს შევძელი. როდესაც მე ვაზარით ვმარცხდებოდი ეს ჩემთვის კარგი იყო, ბევრად დიდი მოტივაცია მომცა.

სხვა სტატიები