Belive

"ვალენსიაში მამარდაშვილის შესაცვლელად უკვე ემზადებიან" - ესპანური მედია

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანური მედია საშუალება masfichajes.com "ვალენსიას" სატრანსფერო პოლიტიკისა და სამომავლო გეგმების შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი გმირი გიორგი მამარდაშვილია.

სტატიაში საუბარია იმაზე, რომ ორიდან ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში "ვალენსიას" ფეხბურთელი აღარ იქნება, სწორედ საქართველოს ნაკრების 23 წლის მეკარე გახლავთ.

"სინგაპურში მმართველებმა ნამდვილად იციან იმ ორი ფეხბურთელის შესახებ, რომლებიც გუნდს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის შემდეგ დატოვებენ. მომავალი სატრანსფერო ბაზრის წინ, გიორგი მამარდაშვილისა და ხავი გუერას გუნდიდან წასვლით შექმნილი დანაკლისის შევსება "ვალენსიასთვის" მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება. ისინი გუნდის მთავარი ფეხბურთელები არიან.

პიტერ ლის ამოცანა ამ სეზონში რამდენიმე ფეხბურთელის კონტრაქტის გასხვისება იქნება, მათ შორის ერთ-ერთი კი ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ "ვალენსია" მიმდინარე სეზონში პოზიტიურ დინამიკაშია, ხელმძღვანელები სპორტულზე მეტად, ეკონომიკურ სარგებელზე ფიქრობენ.

გუნდის მთავარი მწვრთნელის, რუბენ ბარახას სათამაშო სქემაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საკვანძო ფიგურა გიორგი მამარდაშვილია. ის ლა ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, რომლის კარგი თამაშიც პრემიერ ლიგისა და ბუნდესლიგის წამყვან გუნდებს არ გამოპარვიათ. ეს კი იმის საბაბია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიადან" წავა.

ორივე ფეხბურთელის გაყიდვამ შესაძლოა მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანოს "ვალენსიას", რომელიც 50 მილიონ ევროს აჭარბებს. ეს თანხა გადამწყვეტი იქნება გასულ წელს გუნდის ფინანსური ზარალის შესამსუბუქებლად და მომავალში შესაძლო ტრანსფერების დასაფინანსებლად. მათი გაშვება გუნდს ამავე დროს შევსების აუცილებლობას უწესებს, რა მიმართულებითაც ხელმძღვანელობის მხრიდან სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანი იქნება", - წერს masfichajes.com

მიმდინარე სეზონში, გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიას" შემადგენლობაში 23 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 7 მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

სხვა სტატიები