Belive

"ვალენსია მამარდაშვილს მხოლოდ კონკრეტული ფასის სანაცვლოდ გაუშვებს" - ესპანური მედია

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანური მედია საშუალება elgoldigital საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ საუბრობს. მათი ინფორმაციით, ვალენსიელთა პრეზიდენტმა, პიტერ ლიმმა მისი სატრანსფერო ღირებულება განსაზღვრა.

"გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მეკარეა და მისი მომავალი "მესტალიას" არ უკავშირდება. დიდი ალბათობით, "ვალენსიას" ქართველი მეკარის თავის გუნდში შენარჩუნება გაუჭირდება. ამის გამო, "ვალენსიამ" ახალი მეკარის ძებნა დაიწყო. საიმისოდ, რომ ევროპის წამყვანმა გუნდებმა, რომელთა ინტერესშიც ქართველი მეკარე დიდი ხანია შედის, მათ სულ მცირე 25 მილიონი ევრო უნდა გადაიხადონ. უფრო ნაკლების შემთხვევაში, პიტერ ლიმი ტრანსფერს არ განახორციელებს", - წერს elgoldigital.

გიორგი მამარდაშვილს ესპანეთის ლა ლიგის 2023/24 წლების სეზონში, 30 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 11-ში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. მისი გუნდი 44 ქულით მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება და ევროზონაში მოსახვედრად იბრძვის.

სხვა სტატიები