Belive

ვაჟა მარგველაშვილი ტატამზე არ გამოცხადდა - მიზეზი ცნობილია

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
16-17 ოქტომბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი, პარიზის გრანდ სლემი ჩატარდება. 16 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრების სახელით 2 სპორტსმენი ასპარეზობდა: ვაჟა მარგველაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი. როდესაც ვაჟა მარგველაშვილის ჭიდაობის დრო მოვიდა, მისი კანადელი მეტოქე ტატამზე გავიდა, თუმცა ტატამზე არ გამოჩნდა ქართველი ფალავანი. როგორც Live.ge-მ ვაჟა მარგველაშვილთან გაარკვია, ქართველმა ფალავანმა შეჯიბრამდე 2 დღის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, რამაც ორგანიზმის დასუსტება გამოიწვია, დასუსტებულ ორგანიზმზე კი მან შეჯიბრის წინა დღეს მცირე ტრავმა მიიღო და დღეს ტატამზე სწორედ ამ მიზეზით ვერ გავიდა. პარიზის გრანდ სლემზე ასპარეზობას განაგრძობს ეთერ ლიპარტელიანი.

სხვა სტატიები