დღეს, 21 თებერვალს სტარტი აიღო დიუსელდორფის გრანდ სლემმა, სადაც დღევანდელ დღეს საქართველოს სახელით 4 სპორტსმენი ასპარეზობს.
-66 კგ წონით კატეგორიაში, ვაჟა მარგველაშვილმა 1/8 ფინალში ყაზახი - იერლან შერიხანოვი მარტივად დაამარცხა და 1/4 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. სადაც მისი მეტოქე აზერბაიჯანელი - ორხან საფაროვი იქნება.
რაც შეეხება ბაგრატ ნინიაშვილს, მან 1/8 ფინალში რუსი - აბდულა აბდულჟალილოვი დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბულგარელი - ბოჰიდარ ტემელკოვი იქნება.