დღეს, 21 თებერვალს სტარტი აიღო დიუსელდორფის გრანდ სლემმა, სადაც პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით 4 სპორტსმენი ასპარეზობს.
-66 კგ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილმა მეორე რაუნდში ისრაელის წარმომადგენელი - ტალ ფლიკერი დაამარცხა და შემდეგ, მე-3 ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ფილიპინელ - შუგენ ნაკანოსა და გერმანელ - დენ მატუშჩოვიჩს შორის გამარჯვებული იქნება.
რაც შეეხება ვაჟა მარგველაშვილს, მან ალჟირელი - ვეილ ეზინი მარტივად დაამარცხა და მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც ჰაიტელ - ჯერარდ კადეტსა და ჩეხ - პაველ პეტრიკოვს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.