უცნობი ისტორია: რატომ არ შედგა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ბარსელონაში?
3 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მესამე ტურში, პსჟ ბარსელონას უმასპინძლებს, რაც სათამაშო კვირის ერთ-ერთი მთავარი შეხვედრა იქნება.
მატჩის წინ, barcauniversal საინტერესო სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ 2024 წელს, პსჟ-ში გადაბარგებამდე, ბარსელონას საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატება შეეძლო.
"ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ბარსას დაცვას პრობლემები შეუქმნას, ხვიჩა კვარაცხელიაა. თუმცა, ქართველი გარემარბის კარიერული გზა დღეს სულ განსხვავებულად შეიძლებოდა წარმართულიყო, რადგან ის 2024 წელს ბარსელონაში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.
როგორც გამოცემა SPORT-მა გაასაჯაროვა, ბარსელონამ ნამდვილი ძალისხმევა გასწია ქართველის ასაყვანად, თუმცა გარემოებები მათ წინააღმდეგ განვითარდა.
ოპერაცია 2024 წლის იანვარში დაიწყო, როდესაც ბარსა მაშინდელი მწვრთნელის, ჩავი ესერნანდესის თხოვნით, თამაშის შემცვლელ მარცხენა ვინგერს ეძებდა.
პირდაპირი კონტაქტი დამყარდა კვარაცხელიას აგენტთან, მამუკა ჯუღელთან, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ მისი კლიენტი ესპანეთში თამაშზე ოცნებობდა: ბარსაში ან რეალში, თუმცა აღნიშნა, რომ სიტუაცია ძალიან რთული იყო.
ფეხბურთელთან შეთანხმების მიღწევა არასდროს ყოფილა პრობლემა. მისი ხელფასი ნაპოლიში მოკრძალებული გახლდათ, ხოლო იტალიელების შემოთავაზებული კონტრაქტის გახანგრძლივება მის რეალურ ღირებულებას ბევრად ჩამორჩებოდა.
ნამდვილი დაბრკოლება ნაპოლი აღმოჩნდა: ცნობილი მკაცრი მოლაპარაკებები ნეაპოლელებთან, რომლებიც არა მხოლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვდნენ, არამედ მთლიანი თანხის წინასწარ გადახდას აძიძულებდნენ. იმ პერიოდში ბარსელონას არასტაბილური ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს გარიგება წარმოუდგენლად გამოიყურებოდა.
კონტაქტი აპრილში განახლდა. ბარსა დროს ითხოვდა, რადგან ნებისმიერი ტრანსფერი ძვირადღირებულ გაყიდვაზე იყო დამოკიდებული.
დეკუმ ივარაუდა, რომ რაფინია შესაძლოა საუდის არაბეთში წასულიყო და კლუბი ბრაზილიელის გადაწყვეტილებას ელოდა. შემდეგ ყველაფერი აირ-დაირია.
ლაპორტამ ჩავი გაათავისუფლა სეზონის იმედგამაცრუებული დასრულების შემდეგ, ხოლო ახალმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა მთავარ პრიორიტეტად საკვანძო ფეხბურთელების შენარჩუნება დაისახა და რაფინია დარჩენაზე დაიყოლია. ვინაიდან ტრანსფერის დასაფინანსებლად ფეხბურთელი არ გაყიდულა, კვარაცხელიას ტრანსფერი ჩაიშალა.
ეს აღმოჩნდა რთული, არატიპიტური სატრანსფერო ფანჯარა, რომლის დროსაც ბარსამ მხოლოდ დანი ოლმო და პაუ ვიქტორი დაიმატა.
იმავდროულად, კვარაცხელიამ ნაპოლიდან წასვლა მოახერხა და 2025 წლის იანვარში 80 მილიონ ევროდ პსჟ-ს შეუერთდა.
ახლა ის პსჟ-სთანაა დაკავშირებული, კონტრაქტს 2031 წლამდე ახანგრძლივებს და მისი ბლაუგრანას ოცნება წარსულს ჩაბარდა. დღეს კი ის კატალონიელთა დაცვაში ყველანაირი პრობლემის შექმნას შეეცდება", - წერს barcauniversal.
პსჟ ბარსელონას 20 ოქტომბერს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.