Belive

უნიონ ბერლინის მწვრთნელი: "ნაპოლი კრიზისში არ არის - კვარაცხელია ძალიან სახიფათოა"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონში, ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ბუნდესლიგის მოქმედ მეოთხეადგილოსან "უნიონ ბერლინს" დაუპირისპირდება.

მატჩის წინ, გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ურს ფიშერმა მეტოქე გუნდის შესახებ ისაუბრა და მათ რიგებში საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი გამოარჩია.

"რა თქმა უნდა გვსურს, რომ გასულ ტურში მარცხის სწრაფად გამოსწორება შევძლოთ. საამისოდ, ახლა კარგი შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ მეტოქე იტალიის მოქმედი ჩემპიონია და თავდაჯერებულობა გვმართებს, მიუხედავად იმისა, რომ ნაჩვენები შედეგებით კმაყოფილები არ ვართ. ოპტიმისტურად უნდა განვეწყოთ და გავაცნობიეროთ, რომ ფეხბურთი ასევე სახალისოა. "ნაპოლისთვის" ქულების ასართმევად სწორად მომზადებულები ვიქნებით.

"ნაპოლი" კრიზისშია? არ მგონია - ამ ბოლო დროს მათ თვალს ვადევნებ და ვხედავ, რომ სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზე არიან, პირველადგილოსანს კი 5 ქულით ჩამორჩებიან, არ მგონია, რომ უჭირთ ან კრიზისში იმყოფებიან.

მართალია მათ დაცვაში საკადრო პრობლემები აქვთ და ასევე თავდამსხმელიც დააკლდებათ, მაგრამ პოლიტანო და კვარაცხელია ერთი-ერთზე თამაშში ძალიან სახიფათოები არიან. ასევე, სტანისლავ ლობოტკა, ნახევარდაცვის ლიდერი, რომელთან გამკლავებაც რთული იქნება", - თქვა შვეიცარიელმა სპეციალისტმა.

"ნაპოლი" "უნიონ ბერლინს" 24 ოქტომბერს ესტუმრება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები