Belive

ულან-ბატორის გრანდ სლემი - ქართველი ფალავნების საშეჯიბრო ბადეები ცნობილია

10 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

23-25 ივნისს, მონღოლეთის დედაქალაქი ულან-ბატორი, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრს – ულან-ბატორის გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც ამ მომენტისთვის 5 კონტინენტის, 45 ქვეყნის 349 სპორტსმენია რეგისტრირებული.

საქართველოს ნაკრები კი ულან-ბატორის გრანდ სლემზე 3 სპორტსმენით იასპარეზებს: ონისე სანებლიძე, ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ).


100 კგ

100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი და ონისე სანებლიძე იასპარეზებენ.

ვარლამ ლიპარტელიანი B ბადეში განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე, ყაზახ - ბეკზატ შაგატიევსა და გერმანელ - კილიან კაპპელმეიერს შორის გამარჯვებული იქნება. 1/4-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი დიდი ალბათობით, ვარლამის მეტოქე, უძლიერესი პორტუგალიელი - ჟორჟ ფონსეკა იქნება.

რაც შეეხება ონისე სანებლიძეს, სანებლიძე D ბადეში განუთესავი იქნება და ასპარეზობაში პირველი ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც ყაზახ - ნურლიხან შარხანს დაუპირისპირდება. ყაზახური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი სანებლიძე, მონღოლ - ხანდიგარიდ განტულაგსა და გერმანიის სახელით მოასპარეზე - გიორგი უძილაურს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ონისე სანებლიძეს ბადეში უძლიერესი - არმან ადამიანი ჰყავს.


+100 კგ

მძიმე წონაში საქართველოს ნაკრების ღირსებას - საბა ინანეიშვილი იცავს, რომელიც განუთესავია და პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება ასპარეზობაში.

ინანეიშვილის მეტოქე გერმანელი - ერიკ აბრამოვი იქნება, გერმანული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი საბა იაპონელ - ჰიოგა ოტას დაუპირისპირდება.


შეგახსენებთ, რომ სამივე ქართველი ტატამზე 25 ივნისს იასპარეზებს.

სხვა სტატიები