უხვგოლიანი მატჩი და გამარჯვება სტუმრად | დინამო თბილისი U19-მა ორმატჩიან დუელში უპირატესობა მოიპოვა
უეფას ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონთა გზის (შესარჩევი ეტაპი ევროპული ქვეყნების 19-წლამდელთა ჩემპიონებისთვის), მეორე რაუნდში საქართველოს წარმომადგენელმა დინამო თბილისმა კვიპროსში სტუმრად, აეკ ლარნაკასთან უხვგოლიანი მატჩი გამართა და 4:3 იმარჯვა.
ქართულმა გუნდმა მატჩში ანგარიშის გათანაბრება ორჯერ შეძლო, ასევე ორჯერ წინ გავიდა და მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საშინაო კედლებში გასამართ მატჩში უპირატესობით ბრუნდება.
შეხვედრაში დინამო თბილისის შემადგენლობიდან გოლების გატანა რეზიკო დანელიამ, ალექსანდრე ჩოლოქავამ, ხალიდ დოლტმურზიევმა და თეიმურაზ ოდიკაძემ მოახერხეს, ხოლო საგოლე პასის გაკეთება ლაზარე ნათენაძემ შეძლო.
საპასუხო მატჩს დინამო თბილისის 19-წლამდელთა გუნდი 5 ნოემბერს, თბილისში გამართავს. შეხვედრა 18:00 საათზე უნდა დაიწყოს. ამ წყვილში გამარჯვების შემთხვევაში, დინამო თბილისი ბელარუსულ მინსკის დინამოსა და ბულგარულ ლუდოგორეცს შეხვდება. აქ წარმატების მიღწევის შემთხვევაში ქართული გუნდი ტურნირის 1/16-ფინალში მოხვდება.