"უკეთესია, ვიდრე გუშინ, მაგრამ ხვალ კიდევ უფრო კარგი იქნება" - კვარას francebleu აქებს
8 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე სათამაშო ფორმას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ამჯერად, საინტერესო სტატიას francebleu აქვეყნებს.
"კვარამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ასტონ ვილას" გოლი გაუტანა, ის ბრწყინვალე ფორმაშია, ადაპტაციას სწრაფად გადის და ჩანს, რომ გაუმჯობესება ჯერ კიდევ შეუძლია.
კვარამ "ასტონ ვილასთან" მატჩში გვაჩვენა, რომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები მასთან ორთაბრძოლის დროს ფრთხილობენ.
"პსჟ-ში" გასული სეზონების განმავლობაში ვნახეთ ფეხბურთელები, რომლებთანაც მეტოქეები ფრთხილობდნენ, ასეთები არიან ზლატანი, ნეიმარი, ლეო მესი და სხვები, კვარა კი ამტკიცებს რომ მათ რიგებშია.
სასიამოვნოა კვარას თამაშის ყურება, მითუმეტეს, ის აქ მხოლოდ 3 თვეა თამაშობს და მიუხედავად ამ სწრაფი ადაპტაციისა, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
კვარა საკუთარ ადრინდელ ვერსიაზე ბევრად უკეთესია, მაგრამ მომავალში, კიდევ უფრო კარგი იქნება", - წერს francebleu.
ახალი გუნდის შემადგენლობაში კვარას 17 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.