Belive

UEFA-ს განახლებული რეიტინგი - ლიგა 1 TOP 5 ლიგაში აღარ არის

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
UEFA-მ 25 აგვისტოს საკლუბო რეიტინგები განაახლა, სადაც ხაზგასასმელი ფაქტია, რომ TOP 5 ლიგაში ლიგა 1 ვერ მოხვდა. ანუ გამოდის, რომ ლეო მესი, რომლის "პსჟ"-ში ტრანსფერი, მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრანსფერი იყო, TOP 5 ლიგაში არ თამაშობს.
პირველ ადგილზეა პრემიერ ლიგა, რომლის ანგარიშზეც 87,926 ქულაა. მეორე ადგილზეა ესპანური ლა ლიგა, რომელსაც 80.570 ქულა აქვს. მესამე ადგილზე იტალიის სერია ა არის - 63.616 ქულით. მეოთხე ადგილზე კი გერმანიის ბუნდესლიგა 61.427 ქულით. მეხუთე ადგილზე, ლიგა 1 (საფრანგეთის ჩემპიონატი) ჩაანაცვლა პორტუგალიის ჩემპიონატმა, რომლის ანგარიშზეც 44.216 ქულაა. საფრანგეთის ჩემპიონატმა მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა, მათ ანგარიშზე 43.498 ქულაა. საქართველოს ჩემპიონატი 7000 ქულით 46-ე ადგილზეა.

სხვა სტატიები